იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№788
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №788

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 210 000  იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელთაც „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №72 განკარგულების შესაბამისად გავლილი აქვთ 2007 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა), გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 30 ლარის ოდენობით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით დასახულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (კ. სუბელიანი) გამოუყოს 6 300 000 (ექვსი მილიონ სამასი ათასი) ლარი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე