ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№815
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №815

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მ. მიმინოშვილი) გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში 2007 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის უზრუნველყოს იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის № 131 დადგენილებით დაექვემდებარნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და რომლებიც 2007 წლის 1 აგვისტომდე ფინანსდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

2. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის № 131 დადგენილების შესაბამისად მიიღოს ზომები ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხთა გადასაწყვეტად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2007.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“?
„ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 21.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №815. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“, №815, 21.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2062502/