ტოპოგრაფიულ - გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 18/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №18

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

ტოპოგრაფიულ - გეოდეზიური,  კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციების საქართველოს  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგე­ნილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და სამი­ნის­ტროს ზოგიერთი საქვეუწყებო დაწესებულების გარდაქმნის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №213 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად:

1. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაოების შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირო­ბების (შესაბამისი დანართებით) საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროსთან შეთანხმება იმ სამუშაოების შესყიდვისას, რომლებიც ფინანსდება საქარ­თველოს ცენტრა­ლური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ბიუჯეტებიდან.

2. შემსყიდველმა ორგანი­ზაციებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებულ სამუშაოთა შესყიდ­ვისას სატენდერო წინადადების განხილვისა და შეფასების ეტაპზე უზრუნველყონ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობა, რათა გამოირიცხოს სამუშაოთა დუბლირება და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ.ნოღაიდელი