ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №40
2006 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ
2005 წელს არაერთხელ შეიზღუდა მოძრაობა მაღალმთიან სოფლებში ქალაქ ცხინვალის გავლით. ამასთან, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის ერედვის, ქურთასა და თიღვის თემების 16783 მოსახლემ ვერ შეძლო ზამთრისათვის სასურსათო პროდუქტების მომარაგება, რაც აისახა მათ სოციალურ მდგომარეობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი სასურსათო პროდუქტების შესაძენად.
2. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ჯ. ბაკურაძემ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი