რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №426
2009 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით აშენებული ობიექტების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ განხორციელებული:
ა.ა) სოფელ საქაშეთამდე ელექტროენერგიის მიწოდებისათვის 10 კვ ძაბვის 2 590 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის;
ა.ბ) სოფლების: ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის 10 კვ ძაბვის 3,2 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის;
ა.გ) ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, ხაშურის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩასახლებული დევნილების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისათვის;
ბ) შპს „ნიუ ენერჯის” მიერ წეროვანში, წილკანში, ფრეზეთში, მცხეთაში, საგურამოში, ბაზალეთში, ქარელში, სურამსა და ხაშურში ჩასახლებული დევნილების ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად განხორციელებული მშენებლობისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 10.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №426. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ“, №426, 10.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2093068/