ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითისა (ცხინვალის შემოვლითი გზა) და ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რიგ მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№499
2008 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითისა (ცხინვალის შემოვლითი გზა) და ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რიგ მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელების თაობაზე
1. ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითისა (ცხინვალის შემოვლითი გზა) და ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რიგ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2008 და 2009 წლებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გზების რეაბილიტაცია, პერიოდული შეკეთების სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოს ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი–ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) კმ10 და კმ11 (200) მონაკვეთის, აგრეთვე ხეითი-აჩაბეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1300- მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით;
ბ) ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე