საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№561
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. 2008 წლის რთვლის ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტს“„2008 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების“პროგრამის დასაფინასებლად გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – „ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა „სამტრესტმა“ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე