2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№594
2008 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით:
1. 2008-2009 წლების ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს:
ა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საშეშე კატეგორიის ხეების (ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, დაზიანებული, დაავადებული) აღრიცხვა (მონიშვნა), საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამაგრება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიებზე საშეშე კატეგორიის ხეების აღრიცხვა, საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის კომისიური წესით (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით) დამაგრება და გაცემა.
2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან – რეგიონალურ სატყეო სამმართველოებთან კოორდინაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციების უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების ტყეკაფებში ორგანიზებულად დასაშვებად.
3. ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს _ გუბერნატორებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში კოორდინაცია გაუწიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ განკარგულებით დასახულ ღონისძიებათა განხორციელებას.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“?
- „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 11.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №594. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, №594, 11.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2102696/