დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №155
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“ 16 541 მ2 ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი №2) და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში, კერძოდ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ბაკურიანის 4-1-9 სარეინჯეროს №18 კვარტალის №8 უბანში 16 541 მ2 ფართობი.
2. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ზ. გამცემლიძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ“?
- „დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ“ მიღებულია 24.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №155. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „დაბა ბაკურიანში ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 16 541 მ2 ფართობის ამორიცხვის შესახებ“, №155, 24.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106826/