რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №667
2008 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ
1. დამტკიცდეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ შესამუშავებsელი სტრატეგიის შემდეგი პრინციპები:
ა) უსახლკაროდ დარჩენილ პირთა დროებით თავშესაფრებში განთავსება მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე უპირატესად შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში;
ბ) სახლების/ბინების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სამოსახლო ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა;
გ) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთა ავეჯით, აუცილებელი საჭიროების სამომხმარებლო ნივთებითა და საკვებით უზრუნველყოფა;
დ) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა;
ე) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთა ელექტროენერგიის, გაზის/შეშის ვაუჩერით დაკმაყოფილება ზამთრის პერიოდში;
ვ) მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირთა მიზნობრივი სოციალური დახმარებითა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა;
ზ) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სტუდენტთა სასწავლო დაფინანსებით უზრუნველყოფა;
თ) კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის დანგრეული/დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აშენება ან გარემონტება.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ამ პრინციპების საფუძველზე შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში – საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ მიღებულია 10.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №667. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ“, №667, 10.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106875/