1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში ვალდებული არიან შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020