სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №913
2008 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ნაწილობრივ დაფაროს სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებები 3,510,000 ლარის ფარგლებში შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები 100%-ით;
ბ) სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული დავალიანებები არაუმეტეს 12,000 ლარის ოდენობით, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- „სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 25.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №913. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №913, 25.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2182443/