ლენტეხის რაიონში მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №250
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
ლენტეხის რაიონში მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე ლენტეხის რაიონში მდინარეთა კალაპოტების გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მოსალოდნელი წყალდიდობის პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვით გათავისუფლდეს:
ა) შპს „გიონა“– სოფელ ხერიაში, მდინარე ცხენისწყალზე (მდინარის ჭალა-კალაპოტიდან) 800 მ3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 339103 და Y – 4739347 კოორდინატებში;
ბ) შპს „გიონა“– სოფელ თეკალში, მდინარე ცხენისწყალზე (გზაზე, ჩამოშლილი ფერდიდან) 7000 მ3 მასიური ქვების მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 321672 და Y – 4744861 კოორდინატებში;
გ) შპს „გიონა“– სოფელ მელეში, მდინარე გობუშურაზე (მდინარის ჭალა-კალაპოტიდან) 200 მ3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 342743 და Y – 4739452 კოორდინატებში;
დ) შპს „კრისტალი“– სოფელ ლეხსურაში (გაღმა), მდინარე ცხენისწყალზე (გზაზე, ჩამოშლილი ფერდიდან) 10 000 მ3 მასიური ქვების მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები X – 316728 და Y – 4740967 კოორდინატებში;
ე) შპს „კრისტალი“– სოფელ ხოფურაში, ხევში (ჭალა-კალაპოტიდან) 1000 მ3 ინერტული მასალის მოპოვებაზე და განახორციელოს სასარგებლო წიაღიეულის მოპოვების სამუშაოები X – 316624 და Y – 4733380 კოორდინატებში.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული სამასალე კატეგორიის 120 მ3 მორის ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა ხიდების აღდგენის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე