საქართველოს მთავრობასა და დსს „ინტერ რაო ეეს“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№654
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 654

2007 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და დსს „ინტერ რაო ეეს“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ

 საქართველოს მთავრობასა და დსს „ინტერ რაო ეეს“-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:

1. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას:

ა) მემორანდუმის 1.1.-1.4. პუნქტების პირობების გათვალისწინებით აღნიშნულ პუნქტებში მოცემული საკითხების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება;

ბ) მემორანდუმის 1.2. პუნქტით განსაზღვრული საკითხის განხილვისას 2007 წლის 1 სექტემბრიდან ტარიფის დადგენის თარიღამდე განაცდური პერიოდისათვის შესაბამისი გადაანგარიშებების გათვალისწინება;

გ) მემორანდუმის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული საკითხების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) მემორანდუმის 3.1. პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად უმოკლეს ვადაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მემორანდუმის 3.2. პუნქტის შესრულების უზრუნველყოფისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი