საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1012
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1012

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1 . „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზის ი ს“მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2008 წლის 25 აგვისტოს №97 ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ იმ პირობით, რომ შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის” მიერ 2016 წლის ივნისის ჩათვლით განხორციელდება 7 000 000 (შვიდი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 120 ( ას ოც) ნომერზე სასტუმროს პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

ა. 201 3 წლის დეკემბრის ჩათვლით - 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირება საპროექტო-სანებართვო სამუშაოების დასრულების მიზნით;

ბ. 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით - 2 80 0 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით;

გ. 2015 წლის მარტიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით - 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტირება მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით;

დ. 2016 წლის მარტიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტირება სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი  ბ . ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2013.
როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 31.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1012. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №1012, 31.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2212018/