საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის №2108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №423
2013 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის №2108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული :
ა) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის №2108 განკარგულების საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“‑ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის სრულად განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ (შემდგომ ტექსტში - კომპანია) შექმნა;
გ) საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კომპანია „Pomagalski“-სათვის 2013 წლის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხები, ასევე კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოწოდებული საქონლის იმპორტირებასთან დაკავშირებული თანხები „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებში (პროგრამული კოდი 24 08 - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო სვანეთში (საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა));
დ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სამინისტროს დადასტურების საფუძველზე NATIXIS-ის ბანკიდან კომპანია „Pomagalski“-სათვის გადარიცხული თანხების ასახვა „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 24 08 პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების, „კრედიტის“ ნაწილში;
ე) კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოწოდებული საქონლის და მომსახურების ღირებულება, ასევე კომპანიის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შესყიდული სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, აისახება კომპანიის კაპიტალში.
2. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო და მასთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვისა და კომპანიის ფუნქციონირების ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 24 08 პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების „საბიუჯეტო სახსრების“ ნაწილიდან კომპანიისათვის 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის გადარიცხვა;
ბ)კომპანიის კაპიტალის გაზრდა 3 000 000 (სამი მილიონი) ლარით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით სამინისტროსათვის გადაცემის პროცედურების დაწყება.
5. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „Pomagalski“‑ის მიერ მოწოდებული საქონლის იმპორტირებასა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში რესურსის მოძიება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის N2108 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი, 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქონლის მიწოდების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი