11. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები.
3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს, წინასწარი კონსულტაციები გამართონ იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს აერთიანებენ.
4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6853
- 18.09.2019 ორგანული კანონი №4965
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები1. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს. 11. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები. 3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს, წინასწარი კონსულტაციები გამართონ იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს აერთიანებენ. 4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდცხრე1 თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.