შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016629
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №201

2014 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“  და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები .

პრემიერ-მინისტრი            ი. ღარიბაშვილი