„სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის“ ფარგლებში ნაშთის სახით დარჩენილი საწვავის განაწილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №779
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის“ ფარგლებში ნაშთის სახით დარჩენილი საწვავის განაწილების შესახებ
„სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამისათვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდული საწვავიდან მიმდინარე წლის 1 აპრილისათვის არსებული ნაშთის განკარგვა განხორციელდეს შემდეგი პრინციპით:
ა) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის“ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოს 100 -პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ პროვაიდერ დაწესებულებებს გადაეცეთ საწვავის მარაგი შემდეგი ოდენობით:
ა.ა)შპს „საჩხერის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური–03“ – 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლიტრი ბენზინი;
ა.ბ)შპს „ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური–03“ – 3 200 (სამი ათას ორასი) ლიტრი ბენზინი;
ა.გ)შპს „სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური–03“ – 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლიტრი ბენზინი;
ა.დ) სსიპ –ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 1 000 (ერთი ათასი) ლიტრი ბენზინი;
ბ)ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საწვავის გარდა, არსებული საწვავის ნაშთი გამოყენებულ იქნეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სამსახურებრივი მიზნებისათვის.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური