საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №640
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლო დავის მორიგებით დასასრულებლად უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (2724.00 კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (172.84 კვ.მ) (მდებარე ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქ. №7, ნაკვ.07/071, მიწის (უძრავი ქონების) ს.კ – 01.14.05.007.071) სიმბოლურ ფასად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №940 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 05.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №640. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“, №640, 05.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294381/