შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1276
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1276

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის20აგვისტოს№242დადგენილებით დამტკიცებული წესის 271მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად :

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის საცხენისის სატყეოს №18 კვარტალის №7 ლიტერში 2639,3 კვ.მ მიწის ფართობზე და მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის გლდანის სატყეოს №43 კვარტალის №1 ლიტერში 2700,9 კვ.მ მიწის ფართობზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 2026 წლის 9 აპრილამდე მიენიჭოს შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 205256845).           

       2. შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანია“ ვალდებულია , მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების სანაცვლოდ, სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა.

3. შპს „ნორიოს საოპერაციო კომპანია“ უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების (მთლიანად ან ნაწილობრივ) სანაცვლოდ განახორციელოს სხვა სახის ღონისძიებები.

 

      

პრემიერ -მინისტრი                  ივანე მერაბიშვილი