სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, განთავსებისა და საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (London Stock Exchange plc) რეგისტრაციისა (ლისტინგის) და 2010 წლის 20 ივლისს გამოშვებული 250,000,000 აშშ დოლარის ღირებულების 9.875% საპროცენტო განაკვეთის მქონე სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მიზანშეწონილობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1112
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, განთავსებისა და საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (London Stock Exchange plc) რეგისტრაციისა (ლისტინგის) და 2010 წლის 20 ივლისს გამოშვებული 250,000,000 აშშ დოლარის ღირებულების 9.875% საპროცენტო განაკვეთის მქონე სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მიზანშეწონილობის შესახებ
1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული:
ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ (შემდგომში – კომპანია) მიერ 2010 წლის 20 ივლისს გამოშვებული 250,000,000 აშშ დოლარის ღირებულების 9.875% საპროცენტო განაკვეთის მქონე სასესხო ფასიანი ქაღალდების (შემდგომში –2010 წლის ფასიანი ქაღალდები) გამოსყიდვა შემდეგი პირობების შესაბამისად:
| 2010 წლის ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის პროცედურა | „Any and All“ტიპის ტენდერის გამოცხადება გამოსყიდვის დღისათვის ფასიანი ქაღალდების მფლობელებისაგან მათი გამოსყიდვის მიზნით |
| ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მაქსიმალური ფიქსირებული ფასი | ფასიანი ქაღალდების ძირითადი თანხის ( Principal Amount) 115 %-მდე (ყოველი 1,000 აშშ დოლარის ნომინალური ოდენობის ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა 1 150 აშშ დოლარამდე გადახდის სანაცვლოდ) |
| გამოსყიდვას დაქვემდებარებული 2010 წლის ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური ნომინალური ოდენობა |
250,000,000 აშშ დოლარამდე; |
ბ) კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების (შემდგომში – ფასიანი ქაღალდები) გამოშვება, განთავსება და საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ( London Stock Exchange plc) რეგისტრაცია (ლისტინგი) შემდეგი პი რობების შესაბამისად:
| მაქსიმალური ძირითადი თანხა | 500,000,000 |
| ვალუტა | აშშ დოლარი |
| მაქსიმალური ვადა | 10 წელი |
| მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი | 9% |
| უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვა ( Negative Pledge) | დასაშვებია. |
2. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად მისაღები სახსრებიდან განხორციელდეს:
ა) 2010 წლის ფასიანი ქაღალდების სრული ან ნაწილობრივი გამოსყიდვა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ბ) 2010 წლის ფასიან ქაღალდებზე გამოსყიდვის დღემდე დარიცხული პროცენტის ( accrued interest) დაფარვა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყონ კომპანიის მიერ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ტრანზაქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარება.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური