სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1375
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“ 4 ერთეული ელექტრომატარებლის დაზღვევის მომსახურების (რომელიც გულისხმობს ქონების/მატარებლების ყოველგვარი რისკის დაზღვევას, ტერორიზმის საფრთხის დაზღვევას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის (third party liability) დაზღვევას) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით (მათ შორის, ნასესხები), შემდეგი არსებითი პირობების გათვალისწინებით:
ა) წლიური სადაზღვევო პრემია ყველა რისკის (ქონება, ტერორიზმი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა) დაზღვევისათვის არ უნდა აღემატებოდეს 318 000 (სამას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს;
ბ) სადაზღვევო მომსახურების ვადა ამ კონკრეტული შესყიდვისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;
გ) მზღვეველი ან გადამზღვეველი უნდა იყოს მინიმუმ A რეიტინგის მქონე დაწესებულება;
დ) სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს მოცემული მომენტისათვის, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და Credit Suisse-ს შორის 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გასასტუმრებელი სესხის მინიმუმ 120 %-ს;
ე) დაზღვევის პირობები (მათ შორის და არა მხოლოდ, არაანაზღაურებადი ფრანშიზა, გამონაკლისები და ა.შ.) წინასწარ უნდა შეთანხმდეს Credit Suisse AG-სთან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“?
- „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 07.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1375. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021787.
- სად არის „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“, №1375, 07.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021787 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3346919/