არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2515
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2515

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემ ის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ–მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას (ს/კ 435891117) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის ვად ამდე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქ.N1‑ში მდებარე შენობა‑ნაგებობა, ფართობით 682 კვ.მ და მა სზე დამაგრებული 1 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №42.06.06.042).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდება არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ–მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლასთან უ სასყიდლ ო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

  პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური