2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №33/2014 |
|
2014 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საოლქო საარჩევნო კომისია პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნებისთვის და ყოველ ერთმანდატიანი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნებისთვის ადგენს თითო შემაჯამებელ ოქმს, გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა. |
| მუხლი 2 |
საოლქო საარჩევნო კომისია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ერთიან ოქმს (თანდართული რედაქციით), რომელიც ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას. |
| მუხლი 3 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგებს აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია და ადგენს ერთ შემაჯამებელ ოქმს. |
| მუხლი 4 |
ცენტრალური საარჩევნო კომისია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ერთიან ოქმს, რომელიც ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი ინახება ცესკოში, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“?
- „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“ მიღებულია 10.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №33/2014. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016150.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე“, №33/2014, 10.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016150 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2369131/