ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსავლები 1777.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის გრანტები 1 777.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით
|
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ხარჯები განისაზღვროს 1 771.0 ათასი ლარით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 6,0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 1,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული (ჩამტვრეული) იატაკების შეკეთებას, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დევნილთა სოციალური პირობები.
2. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 04 00)
აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
2.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2015 წლის განმავლობაში 300 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას.
2.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
2.2.1. კულტურის სახლის და ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02 03)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას.კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები.
3. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას.
3.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
3.1.1 ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
პროგრამის ფარგლებში ერთჯერად 100 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
3.1.2 იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 02)
პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი კომუნალური გადასახების გადასახდელად 50 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
3.1.3 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 05 01 03)
პროგრამის ფარგლებში გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით იძულებით გადაადგილებულ ბავშვების 0-დან 18 წლამდე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები.
3.1.4 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 04)
პროგრამის ფარგლებში ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიცმუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე.
3.1.5 მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 05 01 05)
პროგრამის ფარგლებში ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, თითოეულ გარდაცვლილის ოჯახზე 500 ლარის ოდენობით.
3.1.6 კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა დახმარება ზამთრის სეზონისთვის (პროგრამული კოდი 05 01 06)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში, თითოეულ კოტეჯზე სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით.
3.1.7 იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 07)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება 60 ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
3.1.8 იმ პირთა რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი (პროგრამული კოდი 05 01 08)
პროგრამის ფარგლებში ერთჯერად 100 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
3.1.9 ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 09)
ერთჯერად 100 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახები (თითოეულ დაღუპულზე), რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში,
3.1.10 80 და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 10)
პროგრამის ფარგლებში ერთჯერად 100 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიცმუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
3.1.11 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 11)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით დახმარება იძულებით გადაადგილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში.
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ასიგნებები
|
|