საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №57

2015 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1414 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე)  არაგეგმიური შეზღუდვის („NTC” შემცირება ან „NAC” გაზრდა) შედეგად ხელახლა განსაზღვრულ „CAA”-ს სათანადო მოცულობას/მოცულობებს, თუ საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემების დისპეტჩერიზაციაზე უფლებამოსილ დაწესებულებათა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული სპეციფიკური გარემოებების გამო „NTC”-ის შემცირებას ან/და „NAC”-ის გაზრდას იგივე გარემოებების გამო და  საჭირო ხდება „ALC“-ის განტვირთვა, პრიორიტეტულობის ჯგუფებისთვის დადგენილი რიგის მიხედვით. აუქციონი ასეთ შემთხვევაში ცხადდება იმ საანგარიშო პერიოდზე (საანგარიშო კალენდარული წლის კალენდარული თვე, თვეები), რომელზეც ვრცელდება არაგეგმიური შეზღუდვა („NTC” შემცირება ან „NAC” გაზრდა). ამ შემთხვევაში, ანულირდება შეზღუდვის ქვეშ მყოფი პერიოდისთვის უკვე განაწილებული გამტარუნარიანობის მოცულობები  იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან  ბაზრის წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულობის ჯგუფს, ხოლო თუ ასეთი ანულირება არ არის საკმარისი „ALC“-ის საჭირო დონეზე განტვირთვისთვის, მაშინ გამტარუნარიანობის მოცულობები ანულირდება აგრეთვე იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ბაზრის წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომდევნო ზემდგომ პრიორიტეტულობის ჯგუფს, „ALC“-ის საჭირო დონეზე განტვირთვამდე;

ვ) ტრანზიტის მიღების არაგეგმიური შეზღუდვის (ამ წესების 1411 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადგენილი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობის შემცირება) შედეგად ტრანზიტის მიზნებისთვის ხელახლა განსაზღვრულ „CAA”-ს სათანადო მოცულობას/მოცულობებს, თუ საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში ადგილი აქვს ბაზრის წესების 1411 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ დადგენილი სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის ხელმისაწვდომი მოცულობის შემცირებას და  საჭირო ხდება ტრანზიტით დაკავებულ ნაწილში „ALC“-ის განტვირთვა. აუქციონი ასეთ შემთხვევაში ცხადდება იმ საანგარიშო პერიოდზე (საანგარიშო კალენდარული წლის კალენდარული თვე, თვეები), რომელზეც ვრცელდება ტრანზიტის მიღების არაგეგმიური შეზღუდვა. ამ შემთხვევაში, ანულირდება ტრანზიტის მიღების შეზღუდვის ქვეშ მყოფი პერიოდისთვის ტრანზიტის დამკვეთ პირთა შორის უკვე განაწილებული გამტარუნარიანობის მოცულობები”.

 

2. 1414 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი :

„3. თუ არაგეგმიურ შეზღუდვას („NTC” შემცირება ან „NAC” გაზრდა) ადგილი აქვს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე ან/და საანგარიშო პერიოდის დროს და საჭირო ხდება “ALC“-ის განტვირთვა, მაშინ “ALC“-ის განტვირთვა ხდება ბაზრის წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტულობის ჯგუფების დადგენილი რიგის მიხედვით, დაწყებული პრიორიტეტულობის ბოლო (1412 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) ჯგუფიდან, პრეტენდენტების მიერ აუქციონში წარმოდგენილი ფასების შესაბამისად, მინიმალური ოდენობიდან მაქსიმალურამდე. იმ შემთხვევაში, თუ “ALC“-ის განაწილება რომელიმე  პრიორიტეტულობის ჯგუფის ფარგლებში განხორციელდა ანაზღაურების გარეშე, მაშინ ALC“-ის განტვირთვა ხდება შესაბამისი პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული ექსპორტიორების/რეექსპორტიორების/ტრანზიტიორებს მიერ შესაბამისი პერიოდისათვის წარმოდგენილი განაცხადების პროპორციულად“.

 

3. ამოღებულ იქნეს 1416 მუხლის  21 პუნქტი.

 

4. 1419 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 1419. ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების შედეგების პუბლიკაცია

განაწილების შედეგები, NTC-ის, ATC-ის, ALC-ის (მ.შ. AAC-ის) და NAC-ის განახლებული მოცულობების სახით, ასევე ATC-ს დარჩენილი მოცულობა (ნაშთი) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ ორი სამუშაო დღის ვადაში ცხადდება საჯაროდ (ვებგვერდზე www.gcat.com.ge ინფორმაციის განთავსებით). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია ATC-ს დარჩენილი მოცულობის (ნაშთის) განაწილების მიზნით, ყოველი ან ნებისმიერი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე გამოაცხადოს სპეციალური აუქციონი.“.

 

5. 1421 მუხლს:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41, 42 და 43 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„41. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში განსაზღვრული დამატებითი საფასური აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონში განაცხადის წარდგენისას უნდა იყოს მითითებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე.

42. გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია წინასწარ, გამარჯვებულად გამოვლენის და სათანადო ანგარიშფაქტურის მიღების დღიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში, გადაიხადოს აუქციონის შედეგად დადგენილი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასური ან აუქციონის შედეგად დადგენილი შიდაშემზღუდავი მოცულობით სარგებლობის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) არანაკლებ 25%-ის (ოცდახუთი პროცენტი) ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნაწილზე  (წინასწარ მთლიანად გადაუხდელობის შემთხვევაში) იმავე ვადაში წარმოადგინოს საბანკო გარანტია.  ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე გამოვლენილია ექსპორტის/ტრანზიტის/რეექსპორტის საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე, იგი უფლებამოსილია წინასწარი გადახდა ან/და საბანკო გარანტიის წარდგენა დარჩენილ ნაწილზე განახორციელოს უფრო გვიანაც, მაგრამ საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე.

43. საბანკო გარანტია:

ა) უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების 1416 მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და მისი მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს წარმოდგენის დღიდან გადადინების დასრულების საანგარიშო პერიოდის მომდევნო 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდზე;

ბ) უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი გადაცემის ლიცენზიანტის უფლებას უპირობოდ მიიღოს საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხა, თუ იგი არ იქნება გადახდილი საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული მონაწილისთვის შესაბამისი კორექტირებული ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში“;

ბ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  თუ გამარჯვებული მონაწილე ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში სრულად არ გადაიხდის შესაბამის თანხას  ან არ წარმოადგენს სათანადო საბანკო გარანტიას,  ან სრულად ან ნაწილობრივ უარს აცხადებს მასზე განაწილებული „CAA”-ს მოცულობის გამოყენებაზე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი უფლებამოსილია ჩამოართვას მას განაწილებული შიდაშემზღუდავი რესურსით და/ან ხაზის გამტარუნარიანობის შესაბამისი მოცულობით სარგებლობის უფლება, ხსენებული ვადის გასვლის შემდეგი დღიდან, ამასთან, აღნიშნული მონაწილე ვალდებულია აუნაზღაუროს გადაცემის შესაბამის ლიცენზიანტს საჯარიმო თანხა, მის მიერ გამოუყენებელი „CAA”-ს მოცულობაზე გადასახდელი დამატებითი საფასური ან შიდაშემზღუდავი რესურსით სარგებლობის ღირებულება, რომელიც იყო გადასახდელი 1421 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად“.

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-7 - მე-19 პუნქტები:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  გამოთავისუფლებული შიდაშემზღუდავი რესურსის მოცულობა ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობა გაუნაწილდება აუქციონის წაგებულ მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალი ფასის შემთავაზებელ მონაწილეს, ხოლო თუ ამის შემდგომ კვლავ დარჩება გამონთავისუფლებული მოცულობა, იგი გაუნაწილდება რიგით მომდევნო ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენ წაგებულ მონაწილეს და ა.შ სანამ სრულად არ იქნება განაწილებული გამოთავისუფლებული შიდაშემზღუდავი რესურსის მოცულობა ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობა. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გამარჯვებული მონაწილე, რომელზე განაწილებული მოცულობაც გამოთავისუფლდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი იყო ექსპორტის/ტრანზიტის/რეექსპორტის საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე - ამ შემთხვევაში გამოთავისუფლებულ მოცულობაზე ცხადდება შესაბამისი აუქციონი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე შიდაშემზღუდავი მოცულობისა ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სარგებლობის უფლების მიმღები აუქციონის მონაწილეები ვალდებულნი არიან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში წინამდებარე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად გადაიხადონ წარმოდგენილი ფასის მიხედვით ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის დამატებითი საფასურის ან აუქციონის შედეგად დადგენილი შიდაშემზღუდავი მოცულობით სარგებლობის ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) არანაკლებ 25% (ოცდახუთი პროცენტი),და წარმოადგინონ ამავე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი საბანკო გარანტია დარჩენილ ნაწილზე და ის მონაწილე, რომელმაც არ შეასრულა ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, კარგავს შიდაშემზღუდავი მოცულობის ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სარგებლობის უფლებას და ამის შედეგად გამოთავისულებული, საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განკარგვა ხდება ამ წესების მე-1423 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  დარჩება გაუნაწილებელი მოცულობა, რომლის შედეგადაც გამოთავისუფლდა საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა, ამ მოცულობის განკარგვა მოხდება ამ წესების 1423 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.

10. აუქციონის შედეგად დადგენილი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის საფასური ან შიდაშემზღუდავი მოცულობით სარგებლობის ღირებულება არ გადაიხდება იმ შემთხვევაში თუ:

ა) გამარჯვებული მონაწილის მიერ ვერ მოხერხდა ამ მოცულობების გამოყენება საქართველოს ან/და მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის  გამო (მათ შორის, ავარიული სიტუაციის ან მეზობელ ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების გამო);

ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ გაცემული განკარგულების ან/და მითითების საფუძველზე შეიზღუდა ან შეწყდა ელექტროენერგიის ექსპორტი, რის შედეგადაც არ მოხდა გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გასატანი ელექტროენერგიის მოცულობის ნაწილობრივ ან სრულად გატანა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მითითება გამოწვეულია გამარჯვებული მონაწილის, მისი მყიდველის ან/და მისი მიმწოდებლის მოქმედებით ან/და უმოქმედობით (მათ შორის, გასატანი ენერგიის (სიმძლავრის) უზრუნველსაყოფად საჭირო ენერგიის არგამომუშავების მიზეზით) ;

გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტმა არ შეითანხმა გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპორტის/ტრანზიტის განაცხადი ან მოახდინა ამ განაცხადის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადი  არ არის წარმოდგენილი დადგენილი წესის შესაბამისად ან/და არ შეესაბამება განაწილების ან სპეციალური აუქციონის შედეგებს;

11. აუქციონის შედეგად დადგენილი შიდაშემზღუდავი მოცულობით სარგებლობის ღირებულების ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის საფასური არ იქნება გადახდილი  მხოლოდ იმ მოცულობაზე, რომლის გატანაც არ განხორციელდა ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული გარემოებების გამო.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტი არ ვრცელდება იმ ექსპორტიორებზე, რომელთანაც გაფორმებულია ამ წესების მე-141 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მრავალწლიანი ხელშეკრულება – მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

13. აუქციონის შედეგად დადგენილი შიდაშემზღუდავი მოცულობის ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის გამოუყენებელი ნაწილი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდის გამარჯვებული მონაწილის მიერ დაგეგმილ სიმძლავრესა (მგვტ) და ფაქტიურად გატანილ სიმძლავრეს შორის სხვაობას იმ საათ(ებ)ისთვის, რომლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებით გამოწვეულ გეგმიდან გადახრას. პერიოდი დგინდება წუთების სიზუსტით, ხოლო მიუწოდებელი ენერგიის მოცულობა დგინდება კვტსთ-ებში, სრული საათის მონაცემებიდან გამომდინარე. თუ საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა გეგმიდან რამოდენიმე გადახრას, მაშინ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემზღუდავი მოცულობის ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის გამოუყენებელი ნაწილი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თითოეული ასეთი შემთხვევის დროს მიუწოდებელი ენერგიის ჯამს.

14. აუქციონის შედეგად დადგენილი შიდაშემზღუდავი მოცულობის ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის გამოუყენებელი ნაწილის დადგენა ხდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

15. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მიმღებ პირს უფლება აქვს გამოიხმოს გამარჯვებული მონაწილის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია ამ მუხლის მე-14 პუნქტში მითითებული ვადის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ვერ განხორციელდა მოცულობების გამოყენება;

16. აუქციონის შედეგად დადგენილი შიდაშემზღუდავი რესურსის მოცულობით სარგებლობის ღირებულების ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის საფასური, რომელიც არ ექვემდებარება გადახდას ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გამოითვლება, როგორც ამ მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით დათვლილი მოცულობა გამრავლებული აუქციონზე შემოთავაზებულ ფასზე. თუ გამარჯვებულ მონაწილეს შემოთავაზებული ჰქონდა რამოდენიმე ფასი, იმ საფასურის დათვლა, რომელიც არ ექვემდებარება გადახდას იწყება უმცირესი ფასის შემოთავაზებით დადგენილი (განაწილებული) სიმძლავრის ეკვივალენტი ენერგიის საფასურიდან უდიდესი ფასის შემოთავაზებით დადგენილი (განაწილებული) სიმძლავრის ეკვივალენტური ენერგიის საფასურისკენ.

17 . გამარჯვებული მონაწილის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თანხის წინასწარ სრულად გადახდის შემთხვევაში, მას უბრუნდება შიდაშემზღუდავი მოცულობით სარგებლობის ღირებულების ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის საფასურის ის ნაწილი, რომელიც არ ექვემდებარება გადახდას.

18. შიდაშემზღუდავი რესურსით ხელმისაწვდომი მოცულობით სარგებლობის ღირებულება ან/და სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობით (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის შემთხვევაში შესაბამისი „CAA“-ის მოცულობა) სარგებლობის დამატებითი საფასური გადახდილ უნდა იქნეს ელექტროენერგიის ექსპორტის (გადადინების) განხორციელების საანგარიშსწორებო პერიოდის დასრულების შემდეგ განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტის ფაქტობრივი შედეგების შესაბამისად წინამდებარე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად იმ შემთხვევაში თუკი გამარჯვებული მონაწილის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია, შემზღუდავი რესურსის ხელმისაწვდომი მოცულობით სარგებლობის ღირებულება ან/და სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობით (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის შემთხვევაში შესაბამისი „CAA“-ის მოცულობა) სარგებლობის დამატებითი საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს საანგარიშსწორებო პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობაზე გამოწერილი შესაბამისი კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდის ვადის ამოწურვისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ განხორციელდება გამარჯვებული მონაწილის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის რეალიზება.

19. იმ შემთხვევაში,  თუ გამარჯვებული მონაწილის მიერ წინამდებარე მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელდება შიდაშემზღუდავი რესურსით ხელმისაწვდომი მოცულობით სარგებლობის ღირებულების ან/და სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობით (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის შემთხვევაში შესაბამისი „CAA“-ის მოცულობა) სარგებლობის დამატებითი საფასურის გადახდა, ხოლო საანგარიშსწორებო პერიოდის დასრულების შემდეგ სახეზე იქნება გამარჯვებული მონაწილის მიერ აუქციონის წესით მოპოვებული ექსპორტის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ გაუტანლობას შესაბამის საანგარიშსწორებო პერიოდში, შესაბამისი კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს შიდაშემზღუდავი რესურსის ხელმისაწვდომი მოცულობით სარგებლობის ღირებულების ან/და სისტემათაშორისი გადადინებისათვის (ტრანზიტისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობით (სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ხაზის შემთხვევაში შესაბამისი „CAA“-ის მოცულობა) განაწილების/გადანაწილების დამატებითი საფასურის შესატყვისი ოდენობა ელექტროენერგიის იმ მოცულობაზე, რომლის ექსპორტიც ვერ განხორციელდა წინამდებარე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების პირობების გათვალისწინებით.

 

6. 1423 მუხლის პიველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სათანადოდ რეგისტრირებული ელექტროენერგიის ექსპორტის იმ ხელშეკრულებებისა და პირდაპირი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ელექტროენერგიის ექსპორტი ცალ-ცალკე მოცულობების მითითებით

 

7. 1423 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) პრეტენდენტის გადაცემის მომსახურებასთან დაკავშირებით რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში შიდაშემზღუდავი მოცულობით სარგებლობის ღირებულების ან ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის განაწილება/გადანაწილების უზრუნველყოფის საფასურის დადგენილი წესით გადახდის ვალდებულებას.

 

8. 1423 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51, 52, 53 და 54 პუნქტები:

„51. გამარჯვებული მონაწილის მიერ საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის სპეციალური აუქციონის განაწილების შედეგად მიღებული სარგებლობის უფლება გამოიყენება მხოლოდ იმ ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროეენერგიის ექსპორტისათვის, რომლებთანაც წარმოდგენილია ექსპორტზე პირდაპირი ხელშეკრულება.  დაუშვებელია განაწილების შემდეგ გასატანი ელექტროენერგიის უზრუნველყოფის წყაროების ჩანაცვლება.

52. თუ ცნობილი გახდა, რომ საექსპორტოდ განკუთვნილი რომელიმე სადგურ(ებ)ის გამომუშავებული ელექტროენერგია არ აღმოჩნდება საკმარისი ექსპორტის სრული მოცულობის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისი ექსპორტიორი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი პირდაპირი ხელშეკრულება ექსპორტზე.

53. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ამ მუხლის 52 პუნქტის ფარგლებში წარმოდგენილ ხელშეკრულებას არეგისტრირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  ამ ხელშეკრულების ფარგლებში გასატანი ელექტროენერგია დისპეტჩირებადია;

ბ) ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ელექტროსადგური მიეკუთვნება 1412 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იგივე ან ზედა პრიორიტეტულობის ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც მოხდა საექსპორტოდ ნებადაართული მოცულობის განაწილება.

 54 ამ მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, თუ არ მოხდა ექსპორტზე დამატებითი პირდაპირი ხელშეკრულების წარდგენა ან ამ მუხლის 53 პუნქტის წესების დაცვით არ მოხდა ხელშეკრულების რეგისტრაცია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ზღუდავს ექსპორტს იმ მოულობით, რომლის გამომუშავებაც არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეუძლებელია.“

მუხლი 2
2015 წლის ივნისის და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდისათვის  შიდა შემზღუდავი რესურსის განაწილებაზე გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებულებმა  შიდა შემზღუდავი რესურსის მოცულობით სარგებლობის ღირებულება გადაიხადონ ან/და სათანადო საბანკო გარანტია წარმოადგინონ ამ ბრძანების ამოქმედებიდან და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის მიერ სათანადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა  ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე