,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №9 |
|
2016 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
„უ) „სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი” – ელექტროენერგიის გადაცემის კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით შესაბამის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის აღრიცხვის ერთობლივი აქტი, რომელშიც აისახება ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება ორ ან მეტ ექსპორტიორს (იმპორტიორს) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოს შორის, თუ ისინი ამ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტს (იმპორტს) ან/და ტრანზიტს ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით. სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი ყველა შესაბამისი ექსპორტიორის (იმპორტიორის) ან/და ტრანზიტის დამკვეთის საწარმოს მიერ ფორმდება ერთობლივად. ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის ერთი დედანი შესაბამისი ექსპორტიორების (იმპორტიორების) ან/და ტრანზიტის დამკვეთის საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 (რვა) კალენდარული დღისა უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს;“.
„3. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი ან/და ტრანზიტი ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტსა ან/და ექსპორტზე ან/და ტრანზიტზე შესაბამისი ხელშეკრულების ან/და იმპორტიორის/ექსპორტიორის/ტრანზიტის დამკვეთის განაცხადით გათვალისწინებულ მოცულობაზე მეტი, მაშინ აღნიშნული ელექტროენერგიის იმპორტიორად ან ექსპორტიორად ან/და ტრანზიტის დამკვეთად ითვლებიან ის პირები, რომლებიც ამ საანგარიშო პერიოდში ახორციელებდნენ იმპორტს ან ექსპორტს ან/და ტრანზიტს კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით (მხოლოდ ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის განხორციელების კონკრეტული განაცხადის მოქმედების პერიოდში). ზედმეტად ექსპორტირებული ან იმპორტირებული ან/და სატრანზიტოდ გადადინებული ელექტროენერგიის განაწილება ხორციელდება 146-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. ელექტროენერგიის იმპორტიორები და ექსპორტიორები ან/და ტრანზიტის დამკვეთები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგიის იმპორტის ან/და ექსპორტის ან/და ტრანზიტის განაცხადები წარუდგინონ ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოცემული პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე. ასეთ დროს განაცხადის წარდგენის წესი რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.” .
„146. ელექტროენერგიის იმპორტიორების, ექსპორტიორების ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმოების უფლებამოსილებანი და შესაბამისი ელექტროენერგიის აღრიცხვა-ანგარიშსწორება“.
ა) მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ორი ან მეტი იმპორტიორი (ექსპორტიორი) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმო ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ან/და ტრანზიტს ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით, დგება კონკრეტული „სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი“, რომელშიც აისახება ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობების განაწილება თითოეულ მონაწილე იმპორტიორს (ექსპორტიორს) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოს შორის. „სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი“ ყველა შესაბამისი იმპორტიორის (ექსპორტიორის) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმოს მიერ ფორმდება ერთობლივად. „იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის“ თითო დედანი შესაბამისი იმპორტიორების (ექსპორტიორების) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმოს მიერ უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 (რვა) კალენდარული დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 11 (თერთმეტი) კალენდარული დღისა იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობებს ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმო(ებ)ზე ამ მუხლის 21 პუნქტში მოცემული წესის მიხედვით და ადგენს სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების აქტს („განაწილების აქტი“), შედგენისთანავე, უგზავნის „ბაზრის ოპერატორს“ და შესაბამის იმპორტიორს (ექსპორტიორს) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდის კონკრეტულ საათში იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიას ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოებზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან თითოეული მათგანის მიმართ ,,ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) გეგმების პროპორციულად. ამ პუნქტის მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სისტემათაშორისო ხაზზე საანგარიშო პერიოდის რომელიმე კონკრეტული საათისთვის იმპორტიორ(ებ)ის (ექსპორტიორ(ებ)ის) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარემო(ები)ს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ,,ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) გეგმების ჯამი ნულის ტოლია (შემდგომში „ნულოვანი საათი“), მაგრამ ფაქტობრივად „ნულოვან საათში“ დაფიქსირდა ელექტროენერგიის გადადინება, „ნულოვან საათში“ ფაქტიურად გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობას (გარდა ამ წესების მე-147 მუხლის მე-2 პუნქტში ასახული რეჟიმებით გამოწვეული ელექტროენერგიის გადადინებებისა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ანაწილებს იმ იმპორტიორ(ებ)ზე (ექსპორტიორ(ებ)ზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმო(ებ)ზე, რომლებიც ამავე სისტემათაშორისო ხაზზე იგივე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ახორციელებდნენ ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ან/და ტრანზიტს, ამასთან „ნულოვან საათში“ ფაქტობრივად გადადინებული ელექტროენერგია მათ უნაწილდებათ „ნულოვანი საათის“ უშუალოდ წინა და შემდგომი საათისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან თითოეული მათგანის მიმართ ,,ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული ექსპორტის (იმპორტის) ან/და ტრანზიტის განხორციელების შესაბამისი გეგმების (კორექტირებების გათვალისწინებით) ჯამური რაოდენობების (კორექტირებების გათვალისწინებით) პროპორციულად.“;
გ) მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 11 (თერთმეტი) კალენდარული დღისა ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი „სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) საანგარიშო პერიოდში მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის“, აგრეთვე „სისტემათაშორისი ხაზით ექსპორტირებული (იმპორტირებული) ან/და სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის“ ან „განაწილების აქტის“ თითო ასლს.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ორი ან მეტი იმპორტიორი (ექსპორტიორი) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარმო ერთ საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ან/და ტრანზიტს ახორციელებდნენ ერთი სისტემათაშორისი ხაზით, კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების აქტის შედგენის მიზნებისათვის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) კალენდარული დღისა კონკრეტული სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის ფაქტობრივი გადადინებების შესახებ მის ხელთ არსებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვის მონაცემებს აწვდის შესატყვის ექსპორტიორს (იმპორტიორს) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმო(ებ)ს.“.
„2. ყოველთვიური დაგეგმვისათვის ამ მუხლის 24-ე პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად:
ა) კვალიფიციური საწარმოები (გარდა იმპორტიორისა და ექსპორტიორისა) საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 4 სამუშაო დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწვდიან მომავალი საანგარიშო პერიოდისთვის მოხმარებისა და მიწოდების ტიპურ საათობრივ გრაფიკებს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესასყიდი ან გასაყიდი მოცულობების მითითებით;
ბ) იმპორტიორები და ექსპორტიორები მიწოდების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწვდიან მიწოდების პერიოდისთვის იმპორტ/ექსპორტის ტიპურ საათობრივ გრაფიკებს შესაბამისი მიწოდების პერიოდის განმავლობაში პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესასყიდი ან გასაყიდი მოცულობების მითითებით.“.
|