„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
280.090.000.10.003.000.956
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 21/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2008 წლის 17 იანვარი

 ქ. თბილისი

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის       2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №5, მუხლი 35) დამტკიცებული დოკუმენტის – საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპები – მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტბი:

„3. 2008 წლის 1 იანვრიდან ამ წესის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების I და II ჯგუფის ინვალიდებს განესაზღვროთ ყოველთვიურად 128 ლარი, ხოლო III ჯგუფის ინვალიდებს – 114 ლარი;

4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იყვნენ სხვა სახელმწიფოთა ტერიტრიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდობის პენსიის მიმღებნი (გარდა მეორე მსოფლო ომის ინვალიდებისა).

5. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებისათვის შეჩერებული/შეწყვეტილი სახელმწიფო პენსი-ის აღდგენის ან ახლად დანიშვნის მიზნით 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ განაცხადის კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით სახელმწიფო გასაცემელი დაენიშნოთ ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ისინი არ არიან სხვა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან სტიპენდიის მიმღებნი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს სხვა სახელმწიფოთა ტერიტრიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებისათვის სახელმწიფო პენსიის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი დამატების ასახვამდე.

პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე