სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1549
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019620
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1549

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე 20012.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12  (ს/კ №04.01.03.630) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აისბერგი 2“-ს (ს/კ: №215127725).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში არანაკლებ 463 000 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „აისბერგი 2“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 16.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1549. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019620.
სად არის „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1549, 16.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019620 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2919567/