ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1572
2015 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „რუხის სავაჭრო ცენტრმა“ და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდეს სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახსრებიდან 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი ხარჯები (მათ შორის, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ხარჯები) გაწეულ იქნეს შპს „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიერ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 20.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1572. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019746.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1572, 20.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019746 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2944650/