„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№679
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016460
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №679

2015 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და  ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული დანართების  (დანართი №1–№14)  შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №71 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) №11 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3.  ბრძანებას დაემატოს  №14 დანართი თანდართული  რედაქციით.          

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (4)
-2.doc DOC

დანართი №71

სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

მეხანძრე-მაშველისა და წყალზე მაშველის ზამთრის საველე-ოპერატიული ფორმა

ლურჯი ფერის შარვალი დათბუნებული, ლურჯი ფერის ქურთუკი დათბუნებული, ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წითელი ფერის ჩაფხუტი ფანრით.

[pic]

პლანშეტი №2

მეხანძრის ყოველდღიური ფორმა

ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, ცეცხლგამძლე ნაჭრის ხელთათმანი (ტყავებით), რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წითელი ფერის ჩაფხუტი.

[pic]

პლანშეტი №3

მეხანძრე-მაშველისა და წყალზე მაშველის ყოველდღიური ფორმა

ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის კეპი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №4

მეხანძრე-მაშველის (წყალზე მაშველი) ზაფხულის ყოველდღიური ფორმა

წითელი ფერის მაისური, წითელი ფერის შორტი, წითელი ფერის კეპი, ღია ტიპის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №5

სააგენტოს მოსამსახურის ყოველდღიური ფორმა

ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე, მოკლე მკლავით, ლურჯი ფერის ჟილეტი, ლურჯი ფერის კეპი.

[pic]

პლანშეტი №6

მაშველისა და მძღოლის სეზონური (შემოდგომა-ზამთარი) ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, შავი ფერის შარვალი.

[pic]

პლანშეტი №7

მაშველისა და მეხანძრე-მაშველის შიგნიდან სატარებელი სეზონური (შემოდგომა-ზამთარი-ზაფხული)

ყოველდღიური ფორმა (მაისური, პულოვერი, პერანგი)

ლურჯი ფერის მაისური, ლურჯი ფერის პულოვერი, ლურჯი ფერის პერანგი.

[pic]

ზაფხულის სააღლუმო ფორმა ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №8

ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; მოკლესახელოებიანი, პირისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №9

საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; თეთრი პერანგი: შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; პირისფერი პერანგი; შავი ჰალსტუხი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

ზაფხულის სააღლუმო ფორმა ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №10

ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის/შავი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი; მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: მოკლესახელოებიანი, პირისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №11

საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი კეპი; თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი; პირისფერი პერანგი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №12

წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები

[pic]

1. დროშა – წარმოადგენს ოთხკუთხა ლაჟვარდისფერ (ლურჯი) მატერიას, პროპორციით: 2/3. დროშის კანტონში, მარცხენა ზედა კუთხეში თეთრ კვადრატზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი – წმ. გიორგის სიმბოლო, მარჯვენა ნაწილში – სააგენტოს ემბლემა.

2. ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – მაშველთა საერთაშორისო სიმბოლოზე, ორანჟზე ლურჯი სამკუთხედი; გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. ფარს გარს აკრავს ლურჯი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერებით: „შსს“ და „სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვრით.

[pic]

პლანშეტი №13

სააგენტოს ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №14

სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტრანსპორტი.

-1.doc DOC

დანართი №3

სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

ზაფხულის ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური ოთხ ღილზე, მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური, ღია ყავისფერი შარვალი, შავი ფერის ქამარი, უნივერსალური ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №2

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური, შავი ფერის პულოვერი, ღია ყავისფერი შარვალი, შავი ფერის ქამარი, უნივერსალური ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №3

ზამთრის ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის ქურთუკი მათბუნებლით, შავი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური, მუქი ლურჯი ფერის კეპი, ღია ყავისფერი შარვალი, შავი ფერის ქამარი, უნივერსალური ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №4

ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ  მრგვალ ფარს, რომლის  გარშემო წრიულად ლურჯ ფონზე გამოსახულია წარწერა: „საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო“ და ორი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ფარის შიდა თეთრ ველზე, ცენტრში მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი წითელ ველზე ლომის გამოსახულებით.

ფარის გარშემო გამოსახულია: სასწორი,  მიკროსკოპი კოლბით,  ძაღლი, ვაზნები, თითის ანაბეჭდი ლუპით, ხოლო ქვედა ნაწილში – ბაფთა წარწერით: „შსს“.

-3.doc DOC

დანართი №11

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი, რუხი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, პერანგის მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, შავი ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით, შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი, რუხი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისურით ან მაისურის გარეშე, რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით, შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ფერის კეპი, ე.წ. პოლოს რუხი ფერის მაისური, რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით, მაისურზე მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო ზურგზე – „SECURITY POLICE“, შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №3

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი ან წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №4

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი ან წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისურით ან მაისურის გარეშე, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ფერის კეპი, ე.წ. პოლოს თეთრი ფერის მაისური, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, მაისურზე მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო ზურგზე – „SECURITY POLICE“, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №5

მოსამსახურე ქალის საგაზაფხულო-საშემოდგომო

ყოველდღიური ფორმა

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ქვედაბოლო, შავი ან რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), რუხი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ქვედაბოლო, შავი ან რუხი ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №6

მოსამსახურე ქალის საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ქვედაბოლო, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), რუხი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ქვედაბოლო, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №7

შემოდგომა-ზამთრის ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის დათბუნებული ქუდი, რუხი ან შავი ფერის პულოვერი სახელოთი ან სახელოს გარეშე (მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“ და „SECURITY POLICE”), რუხი ან თეთრი ფერის პერანგი, შავი ფერის ქურთუკი (წინა მარჯვენა ზედა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „SECURITY POLICE“), რუხი ფერის შარვალი ზედნადები ჯიბით, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №8

შემოდგომა-ზამთრის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის

რუხი ან შავი ფერის პილოტური ქუდი ან კეპი, რუხი ან შავი ფერის პულოვერი (მარჯვენა ზედა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“ და „SECURITY POLICE“), რუხი ან თეთრი ფერის პერანგი, შავი ქურთუკი (მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „SECURITY POLICE“), რუხი ფერის შარვალი ან ქვედაბოლო, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №9

სამწყობრო-უნივერსალური ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის

რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი, რუხი ფერის პიჯაკი, რუხი ფერის ლამპასიანი შარვალი, რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №10

სამწყობრო-უნივერსალური ყოველდღიური ფორმა ქალისათვის

რუხი ფერის პილოტური ქუდი დამცავი ვერცხლისფერი ზოლით, რუხი ფერის პიჯაკი, რუხი ფერის ქვედაბოლო, რუხი ფერის ყელსახვევი ან ჰალსტუხი, თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №11

ოპერატიული დანაყოფების ყოველდღიური ფორმა

შავი ბერეტი ან რუხი კეპი, რუხი ფერის ხალათი, რუხი შარვალი ლამპასის გარეშე, შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (შავი ფერის ჯავშანჟილეტი).

პლანშეტი №12

ტექნიკური-საინჟინრო დანაყოფების საგაზაფხულო-საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

ღია რუხი ფერის პოლოს მაისური მოკლე სახელოთი, შესაკრავი სამ ღილზე, წინა, მარცხენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“. შარვალი მუქი რუხი ან შავი ფერის, ლამპასის გარეშე, ორი გვერდითი ჯიბით. კეპი რუხი ფერის, შავი ფერის ქამარი. ჟილეტი კომბინირებული, ლურჯი და რუხი ფერებით, ზედა და ქვედა დანაკერი ჯიბეებით. წინა, მარცხენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“. ფეხსაცმელი დაბალყელიანი, ზაფხულის, შავი ფერის, ტყავის, ნახევრად სპორტული სტილის, შავი ფერის ქამარი.

პლანშეტი №13

ტექნიკური-საინჟინრო დანაყოფების შემოდგომა-ზამთრის

ყოველდღიური ფორმა

ღია რუხი ფერის პოლოს მაისური გრძელი სახელოთი, შესაკრავი სამ ღილზე, წინა, მარცხენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“. პულოვერი შავი ფერის, წინა, მარჯვენა მხარეს თეთრი ფერის წარწერა „დაცვის პოლიცია“. შარვალი რუხი ან შავი ფერის, ლამპასის გარეშე, ორი გვერდითი ჯიბით, შავი ფერის ქამარი, კეპი რუხი ფერის. ქურთუკი დათბილული, კომბინირებული ლურჯი და რუხი ფერებით, ზედა და ქვედა დანაკერი ჯიბეებით. ქურთუკის წინა, მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“.

პლანშეტი №14

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე მამაკაცის საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის კეპი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი. რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №15

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე მამაკაცის

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის კეპი, თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი. რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №16

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე მამაკაცის

შემოდგომა-ზამთრის ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის კეპი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, რუხი ფერის პულოვერი მკლავებით, წინა, ზედა მარჯვენა მხარეს წარწერა „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“, რუხი ფერის უმკლავო პულოვერი, წინა, ზედა მარჯვენა მხარეს წარწერა „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“, შავი ფერის ქურთუკი წინა, ზედა მარჯვენა და უკანა მხარეს წარწერა „AVIATION SECURITY“, შავი ფერის ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №17

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე ქალის საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი, რუხი ქვედაბოლო, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №18

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე ქალის

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი, თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი, რუხი ქვედაბოლო, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №19

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე ქალის

საშემოდგომო-საზამთრო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა „დაცვის პოლიცია“, რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, რუხი ქვედაბოლო, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, რუხი ფერის პულოვერი მკლავებით, წინა, ზედა მარჯვენა მხარეს წარწერა „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“, რუხი ფერის უმკლავო პულოვერი, წინა, ზედა მარჯვენა მხარეს წარწერა „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“, შავი ფერის ქურთუკი, წინა, ზედა მარჯვენა და უკანა მხარეს წარწერა „AVIATION SECURITY“, შავი ფერის ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №20

სააღლუმო-სარიტუალო ფორმა

მამაკაცი – თეთრი ფერის პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით, რუხი ფერის ლამპასიანი შარვალი, რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ქალი – თეთრი ფერის პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით, რუხი ფერის ქვედაბოლო, პილოტური ქუდი დამცავი რუხი ტონალობის ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №21

წოდების განმასხვავებელი ნიშნები (წოდების აღმნიშვნელი სამხრეები და შევრონები)

პლანშეტი №22

დაცვის პოლიციის ატრიბუტიკა

პლანშეტი №23

დაცვის პოლიციის სიმბოლიკა

პლანშეტი №24

დაცვის პოლიციის მანქანა

ერთი ლურჯი და ორი წითელი ფერის ჰორიზონტალური ზოლით, სტილიზებული გერბი სამ მხარეს, კარებზე წარწერა „დაცვის პოლიცია“, საბარგულზე – „SECURITY POLICE“.

-4.doc DOC

დანართი №14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ტარების წესი

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

(შემოდგომა)

1. კომპლექტი:

ა) პიჯაკი;

ბ) შარვალი;

გ) პერანგი გრძელი მკლავით;

დ) ჰალსტუხი შავი ფერის;

ე) წინაფრიანი ქუდი;

ვ) ბერეტი;

ზ) ფეხსაცმელი;

თ) ქამარი შარვლის;

ი) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი ჰქონდეს შეკრული;

ა.გ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.დ) პერანგი იყოს ბოლომდე შეკრული;

ა.ე) ჰალსტუხი იყოს შეკრული;

ა.ვ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) პიჯაკისა და პერანგის საყელოს წამოწევა;

ბ.ბ) ჰალსტუხის არასრულად შეკვრა;

ბ.გ) ქუდის შემობრუნება;

ბ.დ) სახელოების ან შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.ე) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.ვ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

3. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა

(გაზაფხული-ზაფხული)

1. კომპლექტი:

ა) შარვალი;

ბ) პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით;

გ) ჰალსტუხი შავი ფერის;

დ) წინაფრიანი ქუდი;

ე) ბერეტი;

ვ) ფეხსაცმელი;

ზ) ქამარი შარვლის;

თ) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.გ) პერანგი იყოს ბოლომდე შეკრული;

ა.დ) მოკლემკლავიან პერანგზე ყველა ღილი იყოს შეკრული, გარდა ზედა ღილისა;

ა.ე) ჰალსტუხი იყოს შეკრული;

ა.ვ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) პერანგის საყელოს წამოწევა;

(ზამთარი-შემოდგომა)

1. კომპლექტი:

ა) მოკლე პალტო (მანტო);

ბ) შალის ნაქსოვი ზედატანი (სამკუთხაყელიანი პულოვერი);

გ) მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით;

დ) შარვალი;

ე) პერანგი გრძელი მკლავით;

ვ) ჰალსტუხი შავი ფერის;

ზ) წინაფრიანი ქუდი;

თ) ბერეტი;

ი) ქამარი შარვლის;

კ) ფეხსაცმელი;

ლ) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი იყოს შეკრული;

ა.გ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.დ) მოკლე პალტოზე (მანტო) დამაგრდეს მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

ა.ე) სამკუთხაყელიან პულოვერზე დამაგრდეს მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

ა.ვ) პერანგი იყოს ბოლომდე შეკრული;

ა.ზ) ჰალსტუხი იყოს შეკრული;

ა.თ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ქალის ყოველდღიური ფორმა

(შემოდგომა)

1. კომპლექტი:

ა) პიჯაკი;

ბ) ქვედაბოლო;

გ) პერანგი გრძელი მკლავით;

დ) ჰალსტუხი შავი ფერის;

ე) პილოტურა;

ვ) ბერეტი;

ზ) ფეხსაცმელი;

თ) ქამარი შარვლის;

ი) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი იყოს შეკრული;

ა.გ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.დ) პერანგი იყოს ბოლომდე შეკრული;

ა.ე) ჰალსტუხი იყოს შეკრული;

ა.ვ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) პიჯაკისა და პერანგის საყელოს წამოწევა;

ბ.ბ) ჰალსტუხის არასრულად შეკვრა;

ბ.გ) ქუდის შემობრუნება;

ბ.დ) სახელოების ან შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.ე) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.ვ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

3. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

ქალის ყოველდღიური ფორმა

(გაზაფხული-ზაფხული)

1. კომპლექტი:

ა) ქვედაბოლო;

ბ) პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით;

გ) ჰალსტუხი შავი ფერის;

დ) პილოტურა;

ე) ბერეტი;

ვ) ფეხსაცმელი;

ზ) ქამარი შარვლის;

თ) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.გ) პერანგი იყოს ბოლომდე შეკრული;

ა.დ) მოკლემკლავიან პერანგზე ყველა ღილი იყოს შეკრული, გარდა ზედა ღილისა;

ა.ე) ჰალსტუხი იყოს შეკრული;

ა.ვ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) პერანგის საყელოს წამოწევა;

ბ.ბ) ჰალსტუხის არასრულად შეკვრა;

ბ.გ) ქუდის შემობრუნება;

ბ.დ) სახელოების ან შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.ე) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.ვ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

3. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

ქალის ყოველდღიური ფორმა

(ზამთარი-შემოდგომა)

1. კომპლექტი:

ა) მოკლე პალტო (მანტო);

ბ) შალის ნაქსოვი ზედატანი (სამკუთხაყელიანი პულოვერი);

გ) მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით;

დ) შარვალი;

ე) პერანგი გრძელი მკლავით;

ვ) ჰალსტუხი შავი ფერის;

ზ) პილოტურა;

თ) ბერეტი;

ი) ფეხსაცმელი;

კ) ქამარი შარვლის;

ლ) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი იყოს შეკრული;

ა.გ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.დ) მოკლე პალტოზე (მანტო) დამაგრდეს მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

ა.ე) სამკუთხაყელიან პულოვერზე დამაგრდეს მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

ა.ვ) პერანგი იყოს ბოლომდე შეკრული;

ა.ზ) ჰალსტუხი იყოს შეკრული;

ა.თ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) პიჯაკისა და პერანგის საყელოს წამოწევა;

ბ.ბ) ჰალსტუხის არასრულად შეკვრა;

ბ.გ) ქუდის შემობრუნება;

ბ.დ) სახელოების ან შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.ე) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.ვ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

3. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

საველე ფორმა

(ზაფხული-ზამთარი)

1. კომპლექტი:

ა) საველე ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი ან პანამა;

ბ) მაისური მოკლე მკლავით;

გ) ქამარი შარვლის;

დ) მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

ე) წინდა ბამბის;

ვ) ფურნიტურა;

ზ) საველე ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით);

თ) ქუდი ნაქსოვი;

ი) ხელთათმანი ნაქსოვი;

კ) პულოვერი;

ლ) მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

მ) წინდა შალის;

ნ) წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი იყოს შეკრული, გარდა ზედა ღილისა;

ა.გ) დამცავი (კომუფლირებული) ფერის ხალათზე ელვა შესაკრავი იყოს შეკრული არანაკლებ ორი მესამედისა;

ა.დ) წყალგაუმტარ, დათბილულ ქურთუკზე ელვა შესაკრავი იყოს შეკრული არანაკლებ ორი მესამედისა;

ა.ე) ქურთუკი და ხალათი იყოს ზემოდან გადმოტანილი (სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით);

ა.ვ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.ზ) წყალგაუმტარ, დათბილულ ქურთუკზე დამაგრდეს მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი ნიშანი;

ა.თ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ა.ი) თასმები იყოს ფეხსაცმელში დამალული შიდა მხარეს;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) ქუდის შემობრუნება;

ბ.ბ) ქურთუკისა და შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.გ) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.დ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

3. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

შენიშვნა:

ა) ნაქსოვი ქუდისა და კაშნეს ტარებას გადაწყვეტს ნაწილის მეთაური;

ბ) ქალი-სამხედრო მოსამსახურის მიერ კეპის, ბერეტის, პანამის, პილოტურისა და წინაფრიანი ქუდის დაფარებისას თმა უნდა იყოს კეფაზე შეკრული, ქუდის გარეთ, ხოლო ნაქსოვი ქუდის დაფარებისას – ქუდში დამალული.

სარიტუალო ფორმა

(ზაფხული-შემოდგომა)

1. კომპლექტი:

ა) ერთბორტიანი ფრენჩი, მუქი წითელი ფერის;

ბ) შარვალი შავი ფერის, მუქი წითელი ფერის ლამპასით;

გ) წინაფრიანი ქუდი მუქი წითელი-შავი ფერის;

დ) ფეხსაცმელი შავი ფერის (ლაკი);

ე) აქსელბანდი ოქროსფერი;

ვ) ხელთათმანი თეთრი ფერის;

ზ) ქამარი თეთრი ფერის;

თ) წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. კომპლექტაცია:

ა) ერთბორტიანი ფრენჩი, რუხი ფერის;

ბ) შარვალი შავი ფერის, ყვითელი ფერის (ოქროსფერი) ლამპასით;

გ) წინაფრიანი ქუდი რუხი-შავი ფერის;

დ) ფეხსაცმელი შავი ფერის (ლაკი);

ე) ხელთათმანი თეთრი ფერის;

ვ) წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი იყოს შეკრული;

ა.გ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.დ) მუქი წითელი ფერის ერთბორტიან ფრენჩზე თეთრი ქამარი გაკეთდეს წელზე გარედან;

ა.ე) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით;

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) ქუდის შემობრუნება;

ბ.ბ) სახელოების ან შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.გ) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.დ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა და ხელთათმანი იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

4. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

სარიტუალო ფორმა

(ზამთარი)

1. კომპლექტი:

ა) ორბორტიანი მანტოს სტილის ნახევარპალტო, რუხი ფერის;

ბ) შარვალი შავი ფერის, ყვითელი ფერის (ოქროსფერი) ლამპასით;

გ) წინაფრიანი ქუდი რუხი-შავი ფერის;

დ) ფეხსაცმელი შავი ფერის (ლაკი);

ე) ხელთათმანი თეთრი ფერის;

ვ) კაშნე თეთრი ფერის.

2. ფორმის ტარების წესი:

ა) სავალდებულოა:

ა.ა) მოსამსახურეს ეცვას ზომის შესაბამისი, კარგად მორგებული ფორმის ტანსაცმელი;

ა.ბ) სამოსელზე ყველა ღილი იყოს შეკრული;

ა.გ) ფორმა გაწყობილი იყოს მოსამსახურის წოდებრივი და სამსახურებრივი კუთვნილი ატრიბუტიკით;

ა.დ) მოსამსახურეს ფეხზე ეცვას მხოლოდ ფორმის შესაბამისი ფეხსაცმელი, შეკრული თასმებით.

ბ) აკრძალულია:

ბ.ა) ქუდის შემობრუნება;

ბ.ბ) სახელოების ან შარვლის ტოტების აკეცვა;

ბ.გ) უნიფორმის კომპლექტის გარდა სხვა რაიმე სამოსლის ჩაცმა;

ბ.დ) სამკაულის ტარება (გარდა საქორწინო ბეჭდისა);

გ) დასაშვებია:

გ.ა) მზის სათვალის ტარება, გარდა ოფიციალური ვითარებისა;

გ.ბ) მაჯის საათის ტარება;

დ) აუცილებელია:

დ.ა) ფორმა, კაშნე და ხელთათმანი იყოს სუფთა და დაუთოებული;

დ.ბ) ფორმა არ იყოს გახეული და/ან გარღვეული;

დ.გ) ფეხსაცმელი იყოს გაწმენდილი;

დ.დ) ფეხსაცმელი არ იყოს გახეული და/ან გარღვეული.

3. ქუდის ტარების წესი:

ა) გარეთ (ღია ცის ქვეშ) მოსამსახურეები ქუდს არ იხდიან;

ბ) მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ შენობაში შესვლის დროს.

საველე-კომუფლირებული ფორმის ფურნიტურის

ტარების წესები

1

7

2

6

4

5

3

1. წოდების აღმნიშვნელი;

2. გვარეობა ან გვარი (სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად);

3. სისხლის ჯგუფი;

4. სახელმწიფო დროშა;

5. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა;

6. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა;

7. კურსის დამამთავრებელი ნიშნები.

საველე კეპის, პანამის, ბერეტისა და დათბილული ქურთუკის ფურნიტურის ტარების წესი

1

2

1. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა;

2. წოდების აღმნიშვნელი.

სააღლუმო ფორმის ფურნიტურის ტარების წესი

1 2

3 4

5

7sm

1sm

7sm

6 7

9

8

1. წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

2. ემბლემა;

3. სამკლავე განმასხვავებელი ნიშნები (მაგალითად, მარჯვნივ – სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა, მარცხნივ – ამავე ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა);

4. მედლების თამასები;

5. სახელმწიფო დროშა;

6. კურსის დამთავრების აღმნიშვნელი ნიშანი;

7. გვარის აღმნიშვნელი ფირფიტა (ღილის ზემოდან, ჯიბის ნაკერის პარალელურად);

8. ქვეყნის შიგნით მიღებული განათლების აღმნიშვნელი ნიშნები;

9. ქვეყნის გარეთ მიღებული განათლების აღმნიშვნელი ნიშნები.

გამოსასვლელი და ყოველდღიური ფორმის ფურნიტურის ტარების წესი

1. წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

2. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა;

3. სახელმწიფო დროშა;

4. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა.

ელვაშესაკრავიანი ქურთუკის ფურნიტურის ტარების წესი

[pic]

1. წოდების აღმნიშვნელი სამხრეები;

2. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა;

3. სახელმწიფო დროშა;

4. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა.

შემოდგომა-გაზაფხულის ფორმის ფურნიტურის

ტარების წესები

1. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა;

2. სახელმწიფო დროშა;

3. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა;

4. წოდების აღმნიშვნელი სამხრეები.

ზაფხულის ფორმის ფურნიტურის

ტარების წესები

1. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემა;

2. სახელმწიფო დროშა;

3. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა;

4. წოდების აღმნიშვნელი სამხრეები.

ბერეტის ტარების წესი

1. ბერეტის მარცხენა მხარეს მიმაგრებულია ბიჯი სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შესაბამისი დანაყოფის ემბლემით;

2. ბერეტის დაფარებისას ბერეტის ემბლემა უნდა უსწორდებოდეს მოსამსახურის მარცხენა თვალს.

შენიშვნა:

ა) საომარი მოქმედებისა და სპეციალური ღონისძიების შესრულებისას ფორმის ტარების წესს ადგენს დანაყოფის ხელმძღვანელი;

ბ) სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის იმ სტრუქტურული დანაყოფის ფორმის ტანსაცმელზე, რომელსაც არ აქვს დამტკიცებული განმასხვავებელი ემბლემა, მარცხნივ მაგრდება სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა, მარჯვნივ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა, ხოლო ქუდზე – ასევე ცენტრის ემბლემა.

აღჭურვილობა

შენიშვნა: საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს განტვირთვის ჟილეტზე მაგრდება ლურჯ ფონზე თეთრი ფერის წარწერა: „POLICE“.

-----------------------

ხალათი:

wesebi

1

3

1სმსსს

4

7სმსსს

7სმ

2

1

3

4

1სმ

7სმ

7სმ

2

4

2

3

1

4

2

3

1

განტვირთვის ჟილეტი:

ზურგჩანთა:

გვარიიიიшшшшшшшшшшიიი