2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავანსი არ არის იმ გადამყვანის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარება, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, და იგი შეიძლება გაიქვითოს ამ თავით გათვალისწინებულ ნებისმიერ შემდგომ გადახდილ ანაზღაურებაში. აღნიშნული ავანსის თანხა არ დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყო:

ა) მგზავრის ბრალით ან დაუდევრობით;

ბ) ომით, საბრძოლო მოქმედებით, სამოქალაქო ომით, ამბოხებით ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური მოვლენით;

გ) მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვაც იყო ინციდენტის გამოწვევა.

3. გადამყვანმა ან/და გადაყვანის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ თავით გათვალისწინებული მგზავრის უფლებების თაობაზე.

4. თუ გადაყვანა საქართველოში იწყება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გემში ჩაჯდომამდე, ხოლო თუ მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება საქართველოში იდება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას (ბილეთის შეძენისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრმა ბილეთი ინტერნეტით ან ტელეფონით შეიძინა).

საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

თავი X. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულე