საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;“.
2. 311-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 311. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3141 მუხლი:
„მუხლი 3141. კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემა
პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სასამართლო კომპენსაციის ოდენობას ადგენს ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 აპრილი 2016 წ. N5011-IIს |