სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1635
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“:
ა) არსებითად წარმოდგენილი ფორმით გააფორმოს ქვემოთ მოცემული გარიგებები:
ა.ა) წილის ნასყიდობის შესახებ (გარიგებას თან ერთვის დანართები, მათ შორის, წესდება);
ა.ბ) წილის შენარჩუნების შესახებ;
ა.გ) ესქროუ (ESCROW) ანგარიშის შესახებ;
ა.დ) Process Agent-ის დანიშვნის შესახებ.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 04.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1635. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022012.
- სად არის „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1635, 04.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022012 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3376447/