სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1944
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1944

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

   1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებისა და „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“:

ა) შეიძინოს წილი და შესაბამისად მოახდინოს ინვესტირება „გაზელ ფონდში“ (Gazelle Fund LP) და ამ მიზნით გააფორმოს საჭირო დოკუმენტები არსებითად წარმოდგენილი ფორმით;

ბ) აწარმოოს მოლაპარაკება საბოლოო პირობებზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გარიგების ფარგლებში და ხელი მოაწეროს საბოლოოდ შეთანხმებულ გარიგებებს, მათ დანართებსა და მათი იმპლემენტა­ციის მიზნით საჭირო სხვა ნებისმიერ გარიგებას (მათ შორის, Side Letter-ს, Subscription Agreement-სა და Limited Partnership Agreement-ს) და საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი