„ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე 8 ერთეული შენობა-ნაგებობის და მათზე დამაგრებული 6203 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე შენობა-ნაგებობების №1-დან №14-ის ჩათვლით და მათზე დამაგრებული 3232 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 3 თებერვლის №1-1/156 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების ცვლილების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1687
2016 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე 8 ერთეული შენობა-ნაგებობის და მათზე დამაგრებული 6203 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე შენობა-ნაგებობების №1-დან №14-ის ჩათვლით და მათზე დამაგრებული 3232 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 3 თებერვლის №1-1/156 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების ცვლილების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დადგინდეს „ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე 8 ერთეული შენობა-ნაგებობის და მათზე დამაგრებული 6203 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე შენობა-ნაგებობების №1-დან №14-ის ჩათვლით და მათზე დამაგრებული 3232 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 3 თებერვლის №1-1/156 ბრძანების მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს (მიწის (უძრავი ქონების)) №01.14.14.004.022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება 2025 წლამდე.“.
2. ფ/პ გოჩა ჯამარაულმა (პ/ნ: 01006001271) უზრუნველყოს (მიწის (უძრავი ქონების)) №01.14.14.004.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ფ/პ გურამ ფერაძისა (პ/ნ: 01026009183) და ფ/პ გოჩა ჯამარაულის (პ/ნ: 01006001271) საკუთრებაში არსებულ (მიწის (უძრავი ქონების)) №01.14.14.004.034, №01.14.14.004.037, №01.14.14.004.038 და №01.14.14.004.039 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაუქმდეს „ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე 8 ერთეული შენობა-ნაგებობის და მათზე დამაგრებული 6203 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №29-31-33-ში მდებარე შენობა-ნაგებობების №1-დან №14-ის ჩათვლით და მათზე დამაგრებული 3232 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 3 თებერვლის №1-1/156 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტი ძალაშია ამავე განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებისა და ფ/პ გოჩა ჯამარაულის მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე (მიწის (უძრავი ქონების)) №01.14.14.004.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი