სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთი მოხელის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№409
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 01/09/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №409

2003 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთი მოხელის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების თაობაზე

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის 143 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:

1. განისაზღვროს და დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამე ნ ტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამასახურის მოხელეთა თანამდებობ რ ივ სარგოთა განაკვეთები (თანამდებობრივი ნუსხის მიხედვით).

2. ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება მიმდინარე წელს განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისათვის დამტკიცებული სახელფასო ფონდიდან, ხოლო მომავალ 2004 წლიდან – სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ღონისძიებისათვის საჭირო დაფინანსების მატება მომავალი წლიდან გაითვალისწინოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტში.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.

ე. შევარდნაძე

სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთი მოხელის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ნუსხა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – 720 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე – 650 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი – 650 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსის მოადგილე – 570 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 500 ლარი

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის განყოფილ ე ბის რეფერენტი – 430 ლარი