„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №91 |
|
2016 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
„წ) საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის:
წ.ა) შემცირებული ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობით;
წ.ბ) შემცირებული მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო საექსპორტო მოცულობით, რომელიც ყოველი თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მგვტ-ებში „ATC”-ს ან/და „CAA”-ს განაწილებამდე. საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას არ წარმოადგენს ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგია;
წ.გ) გაზრდილი ამ წესების 1412 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ, გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ მოცულობით, რომლის ექსპორტიც მოთხოვნილია ამ წესების 1415 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში მოცემული პერიოდისა და მოცულობისა.“.
|