ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №886
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №131 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 12 295 (თორმეტი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების შესყიდვების განსახორციელებლად:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღასა და სოფელ ზოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ცემენტობეტონის საფარის მოწყობა;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარის მოწყობა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №886. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023657.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №886, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023657 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3667555/