სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1 147
2017 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება სენაკის მუნიციპალიტეტს, „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2448 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი ეკონომია - 38 953 (ოცდათვრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარი გამოიყენოს 2016 წლის 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში მომხდარი სტიქიის შედეგების შემდეგი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის: მილხიდის მოწყობა − 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, არსებული ხიდ-ბოგირის აღდგენა − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში; რკინა-ბეტონის ცხაურის მოწყობა − 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში; არსებული მილხიდის გაწმენდა − 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში; მგზავრთა მოსაცდელთან ხიდ-ბოგირის მოწესრიგება და კიუეტის ამოწმენდა − 2 000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში; არსებული ხიდ-ბოგირის მოწყობა − 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის ბურჯების გამაგრება და სათავისების მოწყობა − 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში; მილხიდის მოწესრიგება და რკინა-ბეტონის სათავისების მოწყობა − 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში; ღელის ამოწმენდა და სანიაღვრე ჯებირის გამაგრება − 2 953 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 06.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1147. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023891.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1147, 06.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023891 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3695508/