“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№609
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 27/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №609

2004 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში და დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი);

ბ) გენერალური ინსპექცია;

გ) სამინისტროს აპარატი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა, ქმნის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი).

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:

ა) გენერალური შტაბი:

ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;

ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს;

ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:

ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსურ კონტროლს;

ბ.ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოების ინსპექტირებასა და შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.გ) სამსახურებრივ მოკვლევასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს სამხედრო და საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;

გ) სამინისტროს აპარატი:

გ.ა) ორგანიზებას უწევს მინისტრის ყოველდღიურ საქმიანობას;

გ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობას საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

გ.გ) უზრუნველყოფს ოფისის ერთიან საქმისწარმოებას;

გ.დ) მართავს სამინისტროს არქივს;

გ.ე) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;

გ.ვ) განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებებს, სრულყოფს ნორმატიულ ბაზას;

გ.ზ) ახორციელებს სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, ვიზირებასა და სისტემატიზაციას;

გ.თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიული ხასიათის აქტებს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:

დ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;

დ.ბ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

დ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;

დ.დ) განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანამიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;

დ.ე) განსაზღვრავს თავდაცვის სტრატეგიას და მონაწილეობს ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავებაში;

დ.ვ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;

დ.ზ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:

ე.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;

ე.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;

ე.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და შესრულების ანალიზს;

ე.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისიტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;

ე.ე) თავდაცვის სამინისტროს ოფისისა და გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:

ვ.ა) ახორციელებს საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;

ვ.ბ) ახორციელებს შესყიდული საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურების, სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს.”.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2004.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ?
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ მიღებულია 25.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №609. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.08.002.003.
სად არის “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ, №609, 25.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36778/