სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №515
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი

სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის № 24/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის“ ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალს“ დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.
3. სს „თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი № 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. მესტვირიშვილი