1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოვალეს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე:

ა) აქვს თუ არა რეგულირებულ შეთანხმებას დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა;

ბ) აქვს თუ არა მოვალეს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების განმავლობაში.

2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია:

ა) დაეყრდნოს მისთვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აქვს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი;

ბ) წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის განხილვის მიზნით, მოწვეულ უნდა იქნეს მოვალის კრედიტორთა კრება, კრების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით.

4. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში უნდა შეიცავდეს თარიღსა და ზედამხედველის ხელმოწერა