1. მოვალე უფლებამოსილია, კრედიტორებს შესთავაზოს რეგულირებული შეთანხმების დადება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ თავის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მოვალის პარტნიორთა უმრავლესობის სავალდებულო თანხმობით, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოვალის პარტნიორების ხმათა კვალიფიციური უმრავლესობის სავალდებულო თანხმობი