1. მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, კრედიტორთა კომიტეტის წევრი, კრედიტორი, ექსპერტი ვალდებულია მესამე პირებს არ გადასცეს ან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასთან, კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე, რომლის ინტერესების დასაცავადაც მოქმედებს კონფიდენციალობის ვალდებულება, თანხმობას განაცხადებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ან თუ ინფორმაციის გამჟღავნება გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

2. კონფიდენციალობის ვალდებულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს, გამოიყენონ ეს ინფორმაცია ქონების შესწავლის, მართვის ან მისი რეალიზაციისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებისა