1. მოვალის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას გამოყენებულ ყველა საქმიან დოკუმენტზე, რომელიც გაიცემა მოვალის ან მმართველის მიერ ან მათი სახელით, მითითებული უნდა იყოს, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის შესაბამის რეჟიმში, ხოლო მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დანიშვნის შემთხვევაში – ასევე, ინფორმაცია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფორმის სტანდარტულ დოკუმენტებზე, რომლებში ცვლილების შეტანაზეც მოვალე არ არის უფლებამოსილ