1. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და დავა გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ექვემდებარება დაჩქარებულ განხილვას ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ დავებზე, რომლებსაც განიხილავს არბიტრაჟი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავებს იხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.

4. გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის/დავების განმხილველ მოსამართლეს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო წარმოებაში მიღების შემთხვევაში – 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო წარმოებაში მიღების შემთხვევაში – 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვ