1. ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირები და ამხანაგობები;
გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები და სხვა წარმონაქმნები (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ იურიდიული პირის სტატუსი), რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და რომელთა მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ფიზიკურ პირებზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;
გ) ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხიც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდებ