1. კრედიტორული მოთხოვნა არის ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის გამოხატვაც შესაძლებელია ფულადი სახით და რომლის შესრულების ვალდებულება ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.
2. კრედიტორს უფლება აქვს, მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, მიმართოს მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს მას კრედიტორული მოთხოვნა, თუ ის განსხვავდება მოვალის მიერ აღიარებული ოდენობისგან. ამ ვადის აღდგენა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა დაგვიანებულად ჩაითვლება.
3. კრედიტორს, რომელსაც არ გაგზავნია შეტყობინება ამ კანონის შესაბამისად, უფლება აქვს მოთხოვნა წარადგინოს 30 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც შეიტყობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
4. მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, გამოითხოვოს კრედიტორისაგან დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მოთხოვნის ოდენობისა და მისი ნამდვილობის შემოწმების მიზნით.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის წარდგენა ან გაზრდა აღარ დაიშვება. მმართველი/ზედამხედველი კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნას შეიტანს არაუმეტეს იმ მოცულობის მიხედვით, რაც აღიარებულია მოვალის მიერ და არ გამხდარა სადავ